ბალტიის სამი სახელმწიფო საქართველოში "ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობების" წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს.
"ბალტიის სამი სახელმწიფო - ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით"- წერს ლადნსბერგისი.